სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მზად არის თანამდებობა დატოვოს და რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს.
“მზად ვარ, დავტოვო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა თუ ამას ხალხი გადაწყვეტს. ასევე მზად ვარ გავაგრძელო სომხეთის რესპუბლიკის ლიდერად ყოფნა ამ რთულ დროში, თუკი ხალხის ნდობას დავიბრუნებ. და ყველა ამ კითხვაზე პასუხის მოსაძებნად ერთადერთი გზა არის რიგგარეშე არჩევნები” – წერს ფაშინიანი ფეისბუკზე.
სომხეთში ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ფაშინიანის გადადგომას ოპოზიცია მას შემდეგ ითხოვს, რაც მან აზერბაიჯანთან და რუსეთთან ყარაბაღის ომის შეწყვეტის ხელშეკრულება გააფორმა.