ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წამალთა ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი იმოქმედებს გაიზარდა.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად 1600-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ფასის ზედა ზღვარია დაწესებული.
აქვე ნათქვამია, რომ ფასების ზედა ზღვარი წლის ბოლომდე 7000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება.
„წამალზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოში ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტების ნაწილზე ღირებულების მაქსიმალური ზედა ზღვარი დადგინდა. მათი რეალიზაცია ამ ფასზე ძვირად აკრძალულია. თუ აფთიაქები მედიკამენტებს, აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან – ისინი დაჯარიმდებიან“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
წამალთა ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ აქ.