ფაუჩი და აშშ-ის ჯანდაცვის უმაღლესი რანგის 2 პირი თვითკარანტინში იმყოფებიან - The Washington Post

პუბლიკა

The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის ჯანდაცვის უმაღლესი რანგის სამი პირი თვითკარანტინში მას შემდეგ იმყოფება, რაც თეთრი სახლის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. საუბარია ენტონი ფაუჩზე, რობერტ რედფილდსა და სტეფან ჰანზე.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, დოქტორ ენტონი ფაუჩი ნაწილობრივ სახლიდან იმუშავებს. ამის შესახებ ფაუჩის პრესსპიკერმა განაცხადა.

ასევე, მომავალი ორი კვირის განმავლობაში, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი, რობერტ რედფილდი, დისტანციურად იმუშავებს.

სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორი კვირის განმავლობაში, კარანტინში იქნება სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის კომისარი სტივენ ჰანიც.