ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ოზურგეთში ყოფნისას განაცხადა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა ტრენდულია, თუმცა მისივე თქმით, ყველა ვაქცინა ერთნაირად მაღალი სარგებლის მომტანია.
„ფაზიერი“ გამოიკვეთა, როგორც ყველაზე ტრენდული ვაქცინა, თუმცა როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და მკაცრი მარეგულირებლები აჟღერებენ, ყველა ვაქცინა არის ერთნაირად მაღალი სარგებლის მომტანი და მათი მხრიდან მოტანილი ზიანი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ვაქცინაციის პროცესზე უარის თქმა“, – განაცხადა ტიკარაძემ.
კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. 25 მარტიდან მედპერსონალთან ერთად ვაქცინაციის შესაძლებლობა 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი. მოქალაქეებს „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს შორის არჩევნის გაკეთების საშუალება აქვთ.