FBI-ის აკადემიაში პირველი ქართველი ქალი ოფიცერი ისწავლის

პუბლიკა

ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, FBI-ის აკადემიაში ქართველი ქალი ოფიცერი, ანა ჩაკვეტაძე ისწავლის.

„უზარმაზარი მილოცვა ანა ჩაკვეტაძეს, პირველ ქართველ ქალ ოფიცერს, რომელიც FBI-ს აკადემიაში ისწავლის! დაბრუნების შემდეგ, მოუთმენლად ველით იმის ნახვას, როგორ გააგრძელებს ის საქართველოს მხარდაჭერას სამართალდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში“, – წერს ამერიკის საელჩო საქართველოში.