„ფეისბუქის“ გვერდზე ტროლების რაოდენობის მომრავლება, მიგვანიშნებს, რომ მან საზოგადოებას სწორი ხედვა შესთავაზა - ადმინისტრაცია

პუბლიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომლითაც „დღეს პრეზიდენტის მისამართით გაჟღერებულ შეურაცხყოფებს“ ეხმაურება.

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება დღეს პრეზიდენტის მისამართით გაჟღერებულ პირად შეურაცხყოფებს და მისი ოფიციალური ,,ფეისბუქის“ გვერდზე ტროლების რაოდენობის მომრავლებას, რაც მიგვანიშნებს, რომ პრეზიდენტმა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან და საკვანძო საკითხებზე საზოგადოებას სწორი ხედვა შესთავაზა“,- ვკითხულობთ facebook პოსტში.