ფეხბურთის ფედერაცია: იმ შემთხვევაში მივიღებთ ღირსების ორდენს, თუ მას 53-ვეს გადასცემენ

პუბლიკა

ფეხბურთის ფედერაცია აცხადებს, რომ მათთვის მიუღებელია პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი 53 პირიდან ღირსების ორდენს 40 მათგანი მიიღებს.

ფედერაცია მიუთითებს, რომ გუნდის წევრების ნაწილის გამოტოვება გუნდურობის პრინციპს არღვევს და აცხადებს, რომ ამის გამო ღირსების ორდენს მიიღებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ყველა წარდგენილ პირს გადასცემენ.

„სექტემბერში პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ დაჯილდოების ღონისძიებაში ჩვენი გუნდი მხოლოდ იმ შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას, რომლის თითოეული წევრიც, წარდგენილ სიაში, ამ წარმატებაში საკუთარი წვლილისთვის იყო შეყვანილი.

ჩვენთვის მთავარი მიღწევა და ჯილდო უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე ასპარეზობაა – მთავარ პრიორიტეტს და საზრუნავს კი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელის ღირსეულად წარმოჩენა წარმოადგენს და ამ მიზნისთვის ერთიანი გუნდით ვაგრძელებთ მზადებას”. – აცხადებს ფეხბურთის ფედერაცია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანახმად, სიაში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტის ადმინისტრაციას ღირსების ორდენით დასაჯილდოებლად გადაუგზავნა, არიან:

საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი, სოლომონ კვერკველია, საბა საზონოვი, გურამ კაშია, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ჯაბა კანკავა, ანზორ მექვაბიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია;

საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელები: ვილი სანიოლი, ადელ შედლი, ზურაბ ხიზანიშვილი, დავით გვარამაძე, ირაკლი ჩიტაური, ლევან ზამთარაძე, ფაბიენ ბოსუე, დევით ვები;

  • საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი – ლევან კობიაშვილი;
  • საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი – დავით მუჯირი;
  • საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი – კახა ჭუმბურიძე;
  • საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები – ნიკოლოზ ჯღარკავა, ალექსანდრე იაშვილი, აკაკი ალადაშვილი;
  • საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი – ზაზა ზამთარაძე;

საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების პერსონალი: გიორგი კაციტაძე, ვლადიმერ დვალიშვილი, დავით ხარაბაძე, გიორგი ჩანგელია, მიხეილ აბრამიშვილი, გიორგი ბჟალავა, თენგიზ გულბიანი, გიორგი ქოჩლაძე, გრიგოლ ლეჟავა, გელა გუჩუა, გიორგი დუღაძე, კონსტანტინე თედელური.

სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოქვეყნებული განკარულებების [1 და 2] თანახმად, ღირსების ორდენი გადაეცემა 40 ადამიანს.

მათ შორის არის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და „ქართული ოცნების” დეპუტატი, ლევან კობიაშვილი. კობიაშვილმა რუსული კანონის სასარგებლოდ მისცა ხმა. 

ღირსების ორდენის მიღების კანდიდატთა სიაში არ არიან: 

  • საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელები: ირაკლი ჩიტაური, ლევან ზამთარაძე;
  • საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები – ნიკოლოზ ჯღარკავა, ალექსანდრე იაშვილი, აკაკი ალადაშვილი;
  • საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი – ზაზა ზამთარაძე;
  • საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების პერსონალი: გიორგი კაციტაძე, ვლადიმერ დვალიშვილი,  გიორგი ქოჩლაძე, გრიგოლ ლეჟავა, გელა გუჩუა, გიორგი დუღაძე, კონსტანტინე თედელური.

დღეს, 16 ივნისს კახა კალაძემ განაცხადა, რომ ფეხბურთელების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ორდენები მაშინ, როცა მათი კოლეგები ჯილდოს გარეშე რჩებიან.