ფეხბურთის ფედერაციასთან გულშემატკივრები აქციას მართავენ, იყო დაპირისპირებაც

პუბლიკა

ამ წუთებში ფეხბურთის ფედერაციასთან გულშემატკივრებისა და აქტივისტების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები გუშინ დინამოს სტადიონზე ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სხვა პირების დასწრებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მთავრობა VIP ლოჟაში იყო, ქომაგები კი სტადიონზე არ შეუშვეს და ბონუსად 2000 ლარით დააჯარიმეს.

„ორი საქართველო“, „თანამდებობიანის შვილებისთვის მოედანზე ყოფნა, „სხვისი შვილებისთვის” კი კომენდანტის საათი”, „თარსი კობახიძე“, – ამ ბანერებით მივიდნენ ფეხბურთის გულშემატკივრები და აქტივისტები აქციაზე.

აქციის მონაწილეებს ფედერაციაში შესვლა სურდათ, რადგან, მათი თქმით, კობიაშვილისთვის წიგნის გადაცემას აპირებდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ფედერაციის დაცვის თანამშრომლებმა მათ შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს. აქტივისტებმა კობიაშვილისთვის აქციაზე ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმა“ მიიტანეს.

გუშინ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილო მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ვეღარ იასპარეზებს.