ფედერიკო ფელინისა და ტონინო გუერას დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით ჯანაშიას სახელობის მუზეუმის შიდა ეზოში ფილმების რეტროსპექტივა და პოლ რონალდის ფოტოგამოფენა „ფელინი, 8½“ გაიმართება. ფოტოგამოფენა ასახავს 8½-ის გადასაღებ მოედანს, თავად რეჟისორსა და მთავარი როლის შემსრულებელს, მარჩელო მასტროიანის. ინფორმაციას თბილისის კინოფესტივალი ავრცელებს.
ღონისძიება 2-დან 5 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
რეტროსპექტივაზე უჩვენებენ:
2 ოქტომბერს – „ამარკორდი“; ფოტოგამოფენა „ფელინი, 8½“;
3 ოქტომბერს – „8½“;
4 ოქტომბერს – „ტკბილი ცხოვრება“;
5 ოქტომბერს – მიშა მრევლიშვილის დოკუმენტურ ფილმს ტონინო გუერაზე – „გამარჯობა, ქარი ქრის“.
ღონისძიება საქართველოს ეროვნული მუზეუმის, იტალიის საელჩოსა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის თანამშრომლობით ტარდება.