ფემიციდის სტატისტიკა კვლავ საგანგაშოა - 9 თვეში 13 ქალის მკვლელობა დაფიქსირდა - ომბუდსმენი

პუბლიკა

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ აღნიშნა, პანდემიამ დაამძიმა  და შეამცირა ქალების წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე.

მისსივე თქმით, ფემიციდის სტატისტიკა კვლავ ძალიან საგანგაშო გვაქვს:

„9 თვის მონაცემებით, 13 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 5 შემთხვევაში უკვე იდენტიფიცირებულია ოჯახური დანაშაულის ნიშანი, ხოლო ქალთა მკვლელობების მცდელობის 20 ფაქტიდან ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი იყო 11 დანაშაული”, – აღნიშნა ლომჯარიამ.