ფეოდოსიის ნავთობტერმინალში მეორე დღეა ხანძარია - ევაკუირებულია 1000-ზე მეტი ადამიანი

პუბლიკა

მეორე დღეა, ხანძარს აქრობენ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ფეოდოსიაში. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ 7 ოქტომბრის ღამეს დრონებით წარმატებით დაარტყეს ნავთობტერმინალს.

ადგილობრივი „ხელისუფლების“ წარმომადგენელი, იგორ ტკაჩენკო ამბობს, რომ ნავთობტერმინალზე ხანძრის გამო 1047 ადამიანია გადაყვანილი დროებით განსახლების ცენტრებში.

მისივე ცნობით, შესაბამისი სამსახურები აგრძელებენ სალიკვიდაციო სამუშაოებს.

„რადიო თავისუფლების“ რუსული ბიურო წერს, რომ 2022 წლის შემოდგომიდან ფეოდოსიის პორტში ნავთობის საწყობის ტერიტორიაზე დამონტაჟდა საჰაერო თავდაცვის სისტემა “Панцирь-С1”. ეს სისტემა ჩანს უკრაინული „ტელეგრამ“ არხის АТЕШ-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, ასევე სატელიტურ სურათებში, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ამ სისტემამ ნავთობტერმინალი ვერ დაიცვა.