FIFA-ს განცხადებით, მათ UEFA-თან ერთად საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატზე აღარ ითამაშებს.
კატარში გასამართი მსოფლიო ჩემპონატის შესარჩევ ეტაპზე რუსეთი პოლონეთს უნდა დაპირისპირებოდა, მაგრამ FIFA-ს გადაწყვეტილებით მატჩი აღარ შედგება, პოლონეთი კი შემდეგ ეტაპზე ავტომატურად გავა.
ასევე, FIFA-მ გაითვალისწინა უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის თხოვნა, რომ უკრაინასა და შოტლანდიას შორის მატჩი გადადებულიყო. FIFA-ს განცხადებით, სოლიდარობის ნიშნად, უკრაინა შოტლანდიას მარტის ნაცვლად ივნისში დაუპირისპირდება, მაშინ, როცა უკვე მომდევნო ეტაპის მატჩები უნდა გამართულიყო.
შესაბამისად, გადაიწევს შემდეგი ეტაპიც, რომელშიც უკრაინასა და შოტლანდიას შორის გამარჯვებული უელსისა და ავსტრიის დაპირისპირებაში გამარჯვებულს შეხვდება.