FIFA-ს 2020 წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელის ჯილდოს მფლობელი პოლონეთის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი გახდა – ამის შესახებ FIFA-ს 2020 წლის დაჯილდოების ცერემონიალზე რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
ჯილდოს მოსაპოვებლად პოლონელი ვარსკვლავი ფინალში „ბარსელონას“ ვარსკვლავ ლეონელ მესისა და „იუენტუსის“ ვარსკვლავთან, კრიშტიანუ რონალდოსთან ერთად იბრძოდა.
FIFA-ს ჯილდოს მფლობელი 2020 წლის საუკეთესო მწვრთნელი იურგენ კლოპი გახდა, საუკეთესო მეკარე კი „ბაიერნის“ და გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი.
რაც შეეხება ქალთა კატეგორიას, FIFA-ს საუკეთესო ქალი ფეხბურთელი ლუსი ბრონზე გახდა, ქალი მწვრთნელი სარინა ვიგმანი, ხოლო საუკეთესო მეკარე – სარა ბოუჰადი.
FIFA-ს დაჯილდოება პირდაპირ ეთერში ისევ მიმდინარეობს. ნომინანტებისა და გამრჯვებულების სიას გაეცანით ბმულზე.