ამ წუთებში კინოთეატრ „ამირანთან“ მიმდინარე აქციაზე ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანები ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებენ. „პუბლიკის“ კორესპონდენტი ადგილზე ესაუბრა მაყურებელს, რომელიც ამ წუთებშიც კინოთეატრში შესვლას ვერ ახერხებს.
„მოვედი ფილმის ჩვენებაზე. მაქვს ბილეთი, მაგრამ პოლიციამ მითხრა, რო შიგნით ვერ შევალ. მეგონა, სპეცრაზმის დახმარებით მოხერხდებოდა ბილეთიანი ადამიანების კინოთეატრში შესვლის უზრუნველყოფა. ეს ხომ ჩვენი უფლებაა”, – უთხრა „პუბლიკის“ ჟურნალისტს მაყურებელმა.