ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი, „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.
„ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და რომლითაც აცრილია ათობით მილიონი ადამიანი, არის კარგი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა დასახელებისა და წარმოშობის არის ვაქცინა, თუ პირველ პუნქტს აკმაყოფილებს.
დღეს ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება, რომ გადარჩეს ათასობით ადამიანი და გადარჩეს ეკონომიკა (ზოგ შემთხვევაში ეს ერთი და იგივეა). უნდა ავიცრათ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენს გარშემო მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანების უსაფრთხოებისათვის“, – წერს ხუციშვილი სოციალურ ქსელში.