პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა.
დღემდე ლერი ბარნაბიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, მას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, 2015-2020 წლებში ეკავა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა.
ირაკლი კობახიძემ დღეს, 5 მარტს თქვა, რომ ვაკანტური ადგილები მთავრობის ადმინისტრაციაში, ასევე, ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე კვირის ბოლომდე შეივსება.