„ქართული ოცნების” პარლამენტმა მესამე მოსმენით, 85 ხმით მხარი დაუჭირა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს.
დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებიც ფინანსურ ან სამოხელეო დანაშაულებში იქნებიან მსჯავრდებულები, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ვალდებულები იქნებიან, 30 წლის განმავლობაში შეავსონ ფინანსური დეკლარაციები.
„ეს კიდევ ერთი მაგალითია კორუფციული დანაშაულების პრევენციისთვის”. – თქვა „ოცნების” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
„ოცნების” წევრების განცხადებით, ცვლილებების მიღების შემდეგ სამოხელეო დანაშაულში მხილებული ადამიანების ქონებრივი მდგომარეობის აქტიური დაკვირვება და მონიტორინგი 30 წლის განმავლობაში გახდება შესაძლებელი.