ფინანსურ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს არა ევროპარლამენტი, არამედ ევროკომისია | „ოცნების“ დეპუტატი

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი გივი მიქანაძე ევროპარლამენტარების გუშინდელ განცხადებას აფასებს, სადაც საქართველოსთვის ფინანსური მხარდაჭერის შეჩერებაზეა საუბარი.

მისი თქმით, 7 დეპუტატის ხელმოწერილი განცხადება მთლიანად ევროპარლამენტის პოზიციას არ გამოხატავს, დაფინანსების საკითხზე გადაწყვეტილებას კი ევროკომისია იღებს.

„ევროპარლამენტარების პოზიცია, რა თქმა უნდა, ჩვენთვის საყურადღებოა, თუმცა ისინი არ გამოხატავენ მთლიანად ევროპარლამენტის პოზიციას და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს არა ევროპარლამენტი, არამედ ევროკომისია. სიხარულით შეეგება ამ განცხადებას რადიკალური ოპოზიცია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მათი დღის წესრიგია, ეს მოლაპარაკებები არ შედგეს და გარკვეული ინტერვენციებით ფიქრობენ, რომ რევოლუციურ სცენარს შეუწყობენ ხელს ქვეყანაში“. – განაცხადა გივი მიქანაძემ.