ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრობაზე ერთობლივ განაცხადს მაისში გააკეთებენ - მედია

პუბლიკა

ფინეთისა და შვედეთის ლიდერები აპირებენ, რომ NATO-ს წევრობაზე ერთობლივი განაცხადი მაისში გააკეთონ. ამის შესახებ ფინური და შვედური მედიაგამოცემები „ილტალეჰტი“ და „ექსპრესენი“ თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით წერენ.

მედიის ინფორმაციით, ფინეთისა და შვედეთის ლიდერები ერთმანეთს 16 მაისის შემდეგ შეხვდებიან და ქვეყნების NATO-კენ მისწრაფებაზე გაკეთებენ განცხადებას.

ფინეთი და შვედეთი ამ დრომდე თავს იკავებდნენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებისგან, მაგრამ, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა სკანდინავიის ქვეყნებში მკვეთრად გაიზარდა NATO-ში გაწევრების სურვილი. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებას უკვე დაუჭირეს მხარი ფინეთის პარლამენტში.