ფინეთი NATO-ში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს დღეს გააკეთებს

პუბლიკა

საერთაშორისო მედიის ცნობით, ფინეთის პრეზიდენტი ნატოში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს დღეს გააკეთებს. ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, ამ ნაბიჯით ფინეთი საკუთარ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და ზიანს არავის მიაყენებს. ფინეთის ნატოში გაწევრების მხარდაჭერა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გაძლიერდა.

ნატოში გაწევრიანებას გეგმავს შვედეთიც. მედიის ცნობით, გაწევრიანების განაცხადს შვედეთი უახლოეს მომავალში წარადგენს. ნატოს მოკავშირეები ფინეთისა და შვედეთისთვის წევრობის მინიჭებას სწრაფად გეგმავენ.

ფინეთისა და შვედეთის NATO-ში შესაძლო შესვლაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ორი ევროპული ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შეყვანა მოსკოვის მხრიდან სერიოზულ სამხედრო და პოლიტიკურ პასუხებს გამოიწვევდა.