ფინეთის მთავრობის განცხადებით, ფინეთი რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლას მნიშვნელოვნად შეზღუდავს. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ფინეთის მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ძალაში ამაღამ, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე შევა.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეთა დიდი ნაკადი საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. მისი თქმით, ფინეთმა გადაწყვეტილების მიღებამდე, ეს საკითხი უკრაინის ხელმძღვანელობასთან განიხილა.