ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფინეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს ორმხრივ თავდაცვის თანამშრომლობის შეთანხმებას. სამინისტროს განცხადებით, ორი ქვეყანა შეთანხმდა შეიარაღების, დაზვერვის ცნობების გაცვლისა და საბრძოლო მასალის წარმოებაში თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
გარდა ამისა, ფინეთი უკრაინას გადასცემს, დაახლოებით 200 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც მოიცავს საარტილერიო საბრძოლო მასალასაც.
ფინეთი, რომელიც რუსეთს ესაზღვრება 2023 წლის აპრილში შეუერთდა NATO-ს, მოსკოვის ქმედებებთან დაკავშირებით შეშფოთების ფონზე.