ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირი ქართველი ხალხის მხარესაა

პუბლიკა

„სერიოზული ბრალდებები ისმის არჩევნებთან დაკავშირებით.  მე ვიცი, რომ ეუთო ყურადღებით მუშაობს თავის დასკვნაზე და ჩვენ მოვუწოდებთ, რომ მართლაც დეტალურად იქნას გაანალიზებული ყველა არსებული მონაცემი“, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენიმ ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე.

„ევროკავშირი ყოველთვის არის თავისუფლების მხარეს და ამიტომ ქართველი ხალხის მხარესაა.

სერიოზული ბრალდებები ისმის არჩევნებთან დაკავშირებით. ფინეთი მომავალ წელს ეუთოს უხელმძღვანელებს და ამ კონტექსტში განსაკუთრებით ვაფასებთ თავისუფალი არჩევნების და დემოკრატიის მნიშვნელობას.

მე ვიცი, რომ ეუთო აკვირდებოდა ამ არჩევნებს და ჩვენ მოვუწოდებთ, რომ მართლაც დეტალურად იქნას გაანალიზებული ყველა არსებული მონაცემი, რომელიც უნდა გავრცელდეს გამჭვირვალედ, ყველა ჩართული მხარისთვის ხელმისაწვდომად.

ამავდროულად ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში არა მხოლოდ არჩევნების პრობლემაა, არამედ განვითარება, რომელიც უნდა განიხილონ სერიოზულად  და ამ ვითარებაში ევროკავშირი ქართველი ხალხის მხარესაა“, – განაცხადა მან.

ბრიუსელში მიმდინარეობს საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომა. საბჭო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან შედგება.

დღის წესრიგის მიხედვით, საბჭო 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე მოსაზრებებს გაცვლის.

სამსჯელო საკითხებს შორისაა ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, ევროკავშირის და შეერთებული შტატების ურთიერთობა, ვითარება ახლო აღმოსავლეთში.