ფინური გამოცემა Helsingin Sanomat-ის თანახმად, ელინა ვალტონენმა მათ უთხრა, რომ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა თავად გააუქმა და არა პირიქით, როგორც ეს „ქართული ოცნების” პრემიერმა განაცხადა.
მიზეზად ვალტონენმა განრიგის ცვლილება დაასახელა და თქვა, რომ ქართულ მხარეს ამის შესახებ გუშინ ღამით შეატყობინა.
დღეს, 15 ოქტომბრის დილას „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ გუშინ, „კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა”.
გუშინ ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი დელეგაციის წევრებთან ერთად რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მივიდა. მოგვიანებით კი X-ზე აქციის მონაწილეთა მხარდამჭერი ვიდეო გამოაქვეყნა
ელინა ვალტონენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგებში ჩამოვიდა. ის შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლებს, ასევე “ქართული ოცნების” წევრებს, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს.