ფიშერი: EU იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

პუბლიკა

გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

ფიშერის თქმით, ევროკავშირი კვლავ იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

,,EU იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – დაწერა გერმანიის ელჩმა.