ფიშერი: საქართველოს მიმდინარე პოლიტიკამ რამდენიმე დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია

პუბლიკა

გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი კვლავ გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიმდინარე პოლიტიკასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მან რამდენიმე მნიშვნელოვანი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია.

„სამწუხაროდ, საქართველოს მიმდინარე პოლიტიკა გერმანიისთვის შეშფოთების საგანია და საქართველოში რამდენიმე დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია”, – წერს გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი.

ფიშერი არ აკონკრეტებს, რომელ პროექტებზეა საუბარი, თუმცა როგორც ცნობილია, საქართველოსთან გაუქმდა აშშ-ის „ღირსეული პარტნიორის” სამხედრო სწავლება, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვა პარტნიორი ქვეყნებიც. ამასთან, როგორც ელჩი ივლისში საუბრობდა, გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოსთან ახალი ფინანსური ვალდებულებები ამ ეტაპზე არ აიღოს.