ფიშერი: საქართველოს მთავრობა ისტორიულ შესაძლებლობას საფრთხის ქვეშ აყენებს

პუბლიკა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ეხმაურება საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტების ბერლინში დღეს გამართულ შეხვედრას და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ისტორიულ შესაძლებლობას საფრთხის ქვეშ აყენებს.

„დღეს ბერლინში პრეზიდენტი შტაინმაიერი შეხვდა პრეზიდენტ ზურაბიშვილს. მან მადლობა გადაუხადა ზურაბიშვილს თავისი ცხადი პროევროპული დამოკიდებულებისთვის და გამოთქვა მწუხარება ევროკავშირში გაწევრების პროცესში საქართველოს უკუსვლაზე. საქართველოს მთავრობა ისტორიულ შესაძლებლობას საფრთხის ქვეშ აყენებს”, – წერს ის.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბერლინში გერმანელ კოლეგას, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა რამდენიმე თემაზე, მათ შორის, ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, „რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან“, ასევე, ქართულ დიასპორაზე, რომელსაც „ხელოვნური ბარიერები ექმნება არჩევნებში მონაწილეობისათვის“.