Fitch-მა რუსეთს C სტატუსი მიანიჭა, რაც წინასადეფოლტო მდგომარეობას ნიშნავს

პუბლიკა

მსოფლიოს წამყვანმა სარეიტინგო სააგენტომ, Fitch-მა რუსეთს C სტატუსი მიანიჭა, რაც წინასადეფოლტო მდგომარეობას ნიშნავს. დეფოლტი აღებული ვალების ვერ ან არდაბრუნებას ნიშნავს. Fitch-მა მანამდე რუსეთს საინვესტიციო სტატუსიც ჩამოართვა.

BBC-ის ცნობით, რუბლი რეკორდული სისწრაფით უფასურდება. გასულ თვეში რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გააორმაგა საპროცენტო განაკვეთი 20%-მდე, რათა შეეჩერებინა რუბლის შემდგომი ვარდნა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ათობით გლობალურმა ბრენდმა შეწყვიტა რუსეთში ფუნქციონირება.