ფიტნესკლუბებს დავეხმარებით სესხის პროცენტის სუბსიდირებაში - თურნავა

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ფიტნესკლუბებს სესხის პროცენტს დაუსუბსიდირებს. თურნავას ინფორმაციით, სუბსიდირების პროექტს მთავრობა უახლოეს დღეებში დაამტკიცებს.

„ვინაიდან ეს არ არის ის ინდუსტრია, რომელიც თებერვალში იხსნება, არ გვაქვს, ჯერჯერობით, ეს გეგმაში, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ მათ ავსახავთ პროგრამაში – „აწარმოე საქართველოში“ და დავეხმარებით სესხის პროცენტის სუბსიდირებაში”, – განაცხადა მინისტრმა.