ფლოიდის საქმეში მონაწილე ყველა პოლიციელს ბრალი წაუყენეს, დაკავებულ პოლიციელს კი დაუმძიმეს

პუბლიკა

მინეაპოლისის ყოფილ პოლიციელ, რომელიც დაკავებულ ჯორჯ ფლოიდს კისერზე მუხლით აწვებოდა, ბრალი დაუმძიმეს. დერეკ შოვინს ახლა მეორე ხარისხის მკვლელობაში ედება ბრალი. დერეკ შოვინს, თავდაპირველად, ბრალი მესამე ხარისხის მკვლელობასა და მეორე ხარისხის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაში ედებოდა. ახალი კვალიფიკაციით კი პროკურატურა შოვინს ედავება „არაგანზარახულად მკვლელობას მაშინ, როცა ცდილობდა ან სჩადიოდა დანაშაულს… მესამე ხარისხის თავდასხმაში დასახელებულს“.

ასევე ბრალი წაუყენს დანარჩენ სამ პოლიციელს, ვინც ფლოიდის დაკავებაში მონაწილეობდა. საქმის მასალებიდან როგორც ირკვევა, მათ ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობისა და მეორე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანების წახალისებასა და ხელშეწყობაში ედებათ. როგორც CNN წერს, მინესოტას გენერალური პროკურორი კეიტ ელისონი ოფიცალურ განცხადებას, სავარაუდოდ მოგვიანებით გააკეთებს.