ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ დღეს განაცხადა, რომ ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი ამერიკის შეერთებული შტატების რეალურ ბუნებას წარმოაჩენს.
„ამ შავკანიანი მამაკაცის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული განასახიერებს აშშ-ს მიერ დანარჩენი მსოფლიოს მიმართ ჩადენილ მრავალ დანაშაულს.
დღეს სწორედ აშშ-ს ხელისუფლების ბუნება და ხასიათი გამოაშკარავდა”, – განაცხადა ხამენეიმ.
აშშ-ში საპროტესტო გამოსვლები შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის დაღუპვას მოჰყვა. ჯორჯ ფლოიდი, ამერიკის შავკანიანი მოქალაქეა, რომელიც დაკავების შემდეგ გარდაიცვალა.
„საკუთარ მოქალაქეებთან გამკლავების დროს აშშ-ს ხელისუფლებამ საშინლად იმოქმედა. ამერიკელ ხალხს აქვს სრული უფლება რცხვენოდეთ საკუთარი ხელისუფლებების, განსაკუთრებით კი ამჟამინდელი ხელისუფლების”, – განაცხადა ხამენეიმ.