ფონიჭალაში, 22 წლის ბიჭმა არასრულწლოვანი ბიძაშვილი მოიტაცა – ამის შესახებ ინფორმაცია შსს-მ „პუბლიკას“ დაუდასტურა.
შსს-ს ცნობით, საქმეზე დააკავეს 4 პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.
გავრცლებული ინფორმაციით, 22 წლის ბიჭმა, არასრულწლოვანი ბიძაშვილი ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.