ფონიჭალაში დედის დაჭრისა და ერთი პირის მკვლელობის საქმეზე შსს-მ 2 ბრალდებული დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი დაჭრისა და მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

როგორც შსს წერს, 1999 წელს დაბადებული ნ.ვ. დაკავებულია გენდერის ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე, გენდერის ნიშნით ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული გ.ჯ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ვ.-მ მიმდინარე წლის 19 ივლისს, ფონიჭალის დასახლებაში, დედა – 1983 წელს დაბადებული ლ.გ. და მისი ნაცნობი მამაკაცი – 1968 წელს დაბადებული რ. მ. დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული ჭრილობების შედეგად, რ.მ. საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო ლ.გ.-ს შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ნ.ვ. მომხდარიდან მალევე მივიდა თავის მეგობართან – გ.ჯ.-სთან და ჩადენილი დანაშაულის შესახებ უამბო, თუმცა მან აღნიშნული ფაქტი პოლიციას არ შეატყობინა”, – ნათქვამია განცხადებაში.