Forbes-ის მილიარდერთა სიაში 45 წლის ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე დაწინაურდა და 5 მილიარდი დოლარით 603-ე ადგილზე გადაინაცვლა.
ბოლო მონაცემებით, ლომთაძე საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე გახდა. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კი სიაში 632-ე ადგილს იკავებს 4,8 მილიარდი დოლარით.
ქართველი ანტრეპრენიორი 2021 წლის 21 აპრილის მონაცემებით, 804-ე ადგილს იკავებდა $3.8 მილიარდით.
ლომთაძე ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi-ს აღმასრულებელი დირექტორი და მეწილეა.
Kaspi ყაზახეთში გადახდებისა და ფინტექ-ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წარმომადგენელია, ყოველთვიურად თითქმის 7 მილიონი მომხმარებლით.