„ფორმულამ“ გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალურ შევიწროებას ასახავს

პუბლიკა

გუშინ, 25 მარტს გადაცემა „შაბათის ფორმულამ“ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც არხის ცნობით, ასახავს სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV-ის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის მხრიდან ანანია გაჩეჩილაძის სექსუალურ შევიწროებას.

„ჯიუტობ, პატარა გოგო ხარ და ტვინს ტ*ნავ, იბრძვი, შენს გზას მიჰყავხარ, რაღაცებს ამტკიცებ, რა ჩემს *ლედ გინდა, მისდიე შენს სხეულს, დადექი რა*ამ და მოგ**ნავენ რა. რა იცი იქნებ კარგია, ვიღაცების ხელში სათამაშო იყო. ტ*ნაურის დროს რომ გცემენ გევასება?

– თქვენთან არ მინდა სექსი

– როგორ არ გინდა, გინდა”, – ისმის ჩანაწერში.

„ფორმულას“ ცნობით, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ შალვა რამიშვილი ანანია გაჩეჩილაძეს უახლოვდება და შეხებას ცდილობს. ანანია გაჩეჩილაძე ამ საუბრის დროს 22 წლისაა, შალვა რამიშვილი კი — 47 წლის:

– არა, არ მიყვარს ეგეთი რაღაცები

— ნუ იქცევი იმასავით… არ გიყვარს, როცა მამაშვილურად გეფერებიან?

„ფორმულას“ ცნობით, ჩანაწერი 2018 წლით თარიღდება და ის POSTV-ის ოფისში, რამიშვილის პირად კაბინეტში ჩაიწერა, სადაც ანანია გაჩეჩილაძე გადაცემის მოსამზადებლად დაიბარეს. „შაბათის ფორმულა“ ასევე მიუთითებს, რომ მათ მიერ მოპოვებული ჩანაწერი 2 საათს გრძელდება და „სექსუალური ხასიათის ვერბალური ძალადობის შემდეგ, ისმის როგორ უახლოვდება შალვა რამიშვილი გოგონას, გვერდით უჯდება და ფიზიკურ შეხებას ცდილობს“.

„– არა, არ მიყვარს ეგეთი რაღაცები

— ნუ იქცევი იმასავით… არ გიყვარს, როცა მამაშვილურად გეფერებიან?“, – ისმის ჩანაწერში.

„ფორმულას“ ანანია გაჩეჩილაძემ დაუდასტურა, რომ ჩანაწერი ავთენტურია.


შალვა რამიშვილმა კი არხს უთხრა, რომ ანანია გაჩეჩილაძეს არ იცნობ, ხოლო მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ არსებობს ჩანაწერიც, რამიშვილმა ჟურნალისტს უპასუხა, რომ „რაღაც ბუნდოვნად ახსოვს გოგონა“.

„ფორმულას“ ეთერში სიუჟეტის გასვლის შემდეგ შალვა რამიშვილმა Facebook-გვერდზე დაწერა, რომ ასეთი ჩანაწერის გამოქვეყნების გამო დიდი პრობლემები შეექმნებათ და რომ „ჯინი ამოუშვეს ბოთლიდან“.

„დიდ პრობლემას შეგიქმნით ასეთი საუბრების გამოქვეყნება თავად თქვენ, ფაშისტებო. დღეს ბრბოს წყურვილი დააკმაყოფილეთ, მაგრამ ვერც კი ხვდებით, რომ ჯინი ამოუშვით ბოთლიდან. თქვენ რა… მხოლოდ პეპლებზე და ყვავილებზე საუბრობთ არასაჯაროდ? რა თქმა უნდა – არა. ასეთ სიბინძურეს მიჩვეული ბრბო კიდევ მოგთხოვთ მსგავს სალაფავს. და გაიხსნება პანდორას ყუთივით თქვენი წარსულის კარადა. ამ კარადაში კი ძირითადად სულ თქვენი ჩონჩხები იმალება. აგერ სამხარაძეც ხო იქაა. მე ფეხებზე მკიდია თქვენი ეს კამპანია. ერთი კი ალალი ბოდიში მაქვს მოსახდელი ოჯახთან… თქვენს ჯოჯოხეთს კი დაველოდები “წმინდანებო”, ოღონდ მშვიდად… თან რომ საქმის კეთებას გავაგრძელებ ისე“, – წერს რამიშვილი.


პროპაგანდისტული არხის POSTV-ის ერთ-ერთ მფლობელსა და წამყვანს შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ოთხი ქალი ამხელს. ქალებმა თავიანთი ისტორიები სოციალურ ქსელში გააზიარეს.

შალვა რამიშვილს 2018 წელს სექსუალურ შევიწროების საქმეზე თათია სამხარაძემ საქალაქო სასამართლოში დავა მოუგო, რომელიც შემდგომმა ინსტანციამაც ძალაში დატოვა. შალვა რამიშვილს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.