„ფორმულას“ ჟურნალისტებს ძალადობრივი ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ -„ფორმულა“

პუბლიკა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს  ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.

„ინციდენტის დროს ოპერატორს ზურგჩანთა ჩამოგლიჯეს, რომელშიც პირდაპირი ჩართვის აპარატი იყო,  ცდილობდნენ კაბელი გადაეჭრათ, რათა პირდაპირი ეთერი შეწყვეტილიყო. პოლიციამ ფორმულას გადამღები ჯგუფი ადგილიდან მალევე განარიდა“, – წერს „ფორმულა“.

პარლამენტის შენობის წინ გუშინდელი ძალადობრივი მოვლენების გასაპროტესტებლად მდუმარე აქცია მიმდინარეობს. აქციას შეუერთდნენ სხვადასხვა მოძრაობის წევრები, პოლიტიკოსები და Tbilisi Pride-ის წევრებიც. რუსთაველის გამზირზე, მოპირდაპირე მხარეს ძალადობრივი ჯგუფის წევრები არიან შეკრებილები. იმართება ე.წ. კონტრაქცია. ისინი პარლამენტის შენობის წინ ცდილობენ გადასვლას, თუმცა პოლიცია მათ აკავებს. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი განარიდა და დააკავა.