„ფორმულას“ ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება“ - 46%, „ნაციონალური მოძრაობა“ - 28%

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები, 4 საათის მონაცემებით, ცნობილია. 6 საათის მონაცემებით ეგზიტპოლის შედეგები კი 10 საათზე გახდება ცნობილი.

Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, პარტიებს შორის ხმები პროცენტულად ასე განაწილდა:

„ქართული ოცნება“ – 46%

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 28%

„ევროპული საქართველო“ – 5%

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2%

„ლელო – მამუკა ხაზარაძე“– 3%

„გირჩი“ – 3%

„პატრიოტთა ალიანსი“ – 2%

შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 1%

„ფორმულას“ ინფორმაციით, 50%-ზე მეტმა უარი თქვა პასუხზე, რაც მათივე თქმით, უპრეცედენტო შედეგია.

ეგზიტპოლი ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. ეგიზიტპოლი ქვეყნის მასშტაბით ყველა უბანზე ჩატარდა. კომპანიამ მხოლოდ პარტიების შედეგებზე ჩაატარა ეგზიტპოლი. ცდომილების შესახებ ტელეკომპანიას ჯერ არ მიუთითებია.