„ფორმულას“ გადამღები ჯგუფისთვის ხელშეშლის გამო ერთი პირი დააკავეს

პუბლიკა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

24 აგვისტოს ფორმულას გადამღებ ჯგუფს პირდაპირი ჩართვის დროს თავს დაესხნენ.

უცნობმა პირმა ჟურნალისტს, რატი წვერავას მიკროფონი წაართვა, დანით ემუქრებოდა და ცდილობდა, თავს დასხმოდა ოპერატორს.

„მე ვარ გარეთ ერთადერთი კანონიერი ქურდი“, – ყვიროდა თავდამსხმელი.