ტელეკომპანია ფორმულა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოებს ავრცელებს.
თავდაპირველად ტელეკომპანია აცხადებდა, რომ ფოტოები ერთი თვის წინ იყო გადაღებული, თუმცა მოგვიანებით ინფორმაცია ჩაასწორა.
ჩასწორებული ინფორმაციის მიხედვით, ფოტოები აგვისტოშია გადაღებული, ამჟამად კი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრადაა გაუარესებული.
მესამე პრეზიდენტი, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია პატიმრობაში იმყოფება, ბოლო თვეების კლინიკა ვივამედშია გადაყვანილი.
გუშინ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომა 14 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს უნდა ემსჯელა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობაზე, რომელიც სასჯელის გადავადებას შეეხება.
1 დეკემბერს “ემპათიამ”მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოსაკვლევ პირს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი – კომპლექსი, აქედან წამყვანია დაახლოებით 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
4 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მოინახულეს სახალხო დამცველთან შექმნილმა სამედიცინო კონსილიუმმის წევრებმა.
„მდგომარეობის გაუარესება გამოიხატება წონის კლებაში, კოგნიტური ფუნქციების გაიარესებაში. გამოიხატა ასევე კუნთების განლევა, ასევე, სისუსტე, პაციენტი ვერ დგება ან დახმარებით დგება, უჭირს კონტაქტში შემოსვლა. აქვს ცხელება, ყველაფერმა ამან მოგვცა უფლება, რომ გვესაუბრა ისეთ მძიმე გართულებაზე ამ შიმშილობისა, რომელიც არის კახექსია. ეს არის ინფლამატორული პროცესისი საბოლოო გართულება, რომლის დროსაც ხდება ნივთიერებათა ცვლის კიდევ უფრო აჩქარება, ჰიპერკატაბოლიზმი ჰქვია ამას. მდგომარეობის მკვეთრი დამძიმებაა მოსალოდნელი, ის ახლა შეიძლება შეფასდეს მეოთხე ხარისხის კახექსიით, რასაც სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს”, – განაცხადა ბრიფინგზი ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ.