„ფოტიგა და კუბილიუსი ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის არაფერს წარმოადგენენ" - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„მე გუშინ ვთქვი, არც ფოტიგა, არც კუბილიუსი ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს წარმოადგენენ, ევროპარლამენტში არის 700 დეპუტატი და ჩვენ ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის, მე ერთი მინდა ვუთხრა, ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას, ამ ქვეყანაში კანონის და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება, ეს ყველამ გაითვალისწინოს” – ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა წერილზე კითხვას, რომელსაც ხელს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაც აწერს.

18 ოქტომბერს პოლიტიკოსებმა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, ყოფილმა ელჩებმა და ანალიტიკოსებმა ღია წერილი გამოაქვეყნეს, სადაც მიმართავენ ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს და სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ. წერილის ავტორებს შორის არიან უკრაინისა და ლატვიის ყოფილი პრეზიდენტები, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევროპარლამენტარები, ლიეტუვის სეიმის წევრები, ელჩები და ანალიტიკოსები.