ფოთის პორტის ერთ-ერთი ტერმინალის რეკონსტრუქცია უახლოეს პერიოდში დაიწყება – პრემიერი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ფოთის პორტის ერთ-ერთი ტერმინალის სრული რეკონსტრუქციის ეტაპი უახლოეს პერიოდში დაიწყება. მისი განმარტებით, ინვესტიციებს ახორციელებს ამერიკული ფონდი და უკვე გადმოირიცხა 30 მილიონი დოლარი. პროექტის სრული ღირებულება 93 მილიონი დოლარია.

„სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. ყველაფერთან ერთად, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ინვესტიციები ჩვენს საპორტო ინფრასტრუქტურაში და ფოთის პორტი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭე, კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შავ ზღვისპირეთში საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურა იყოს თანამედროვე, განვითარებული და ხელი შევუწყოთ ყველაფერს, მათ შორის ახალი პორტების მშენებლობასაც“, – განაცხადა პრემიერმა.