დღეს, 3 აპრილის დილით რუსეთმა უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაზე საჰაერო შეტევა განახორციელა.
როგორც BBC წერს, რუსეთი აცხადებს, რომ ისინი მიზნად ისახავენ იმ ნავთობის ობიექტების განადგურებას, რომლებიც უკრაინის ჯარებს საწვავით ამარაგებენ.
სააგენტო Interfax-ის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ოდესაში გაანადგურეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და სამი საწვავის საცავი.
ფოტო: AFP
უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ ოდესაზე საჰაერო თავდასხმის შედეგად მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ არის.
ფოტო: AFP
დღეს, კვირას დილით რუსეთი ოდესას ჰაერიდან დაესხა თავს. პარალელურად რუსული ხომალდები შავი ზღვის სანაპიროზე არიან. ოდესა უკვე კვირებია ემზადება თავდასხმისთვის.
ფოტო: AFP
ფოტო: AFP
ფოტო: Getty Images