ფოტო | 9 აგვისტოს ღამე ბელარუსში

პუბლიკა

ბელარუსში 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს საპროტესტო აქციები მოჰყვა. მინსკის ცენტრში მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. ნაციონალური ეგზიტპოლის მიხედვით, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების თითქმის 80% მიიღო.

მინსკის პარალელურად გუშინ საპროტესტო გამოსვლები თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო. თუმცა, მოგვიანებით, რამდენიმე ქალაქში პოლიციამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება განსაკუთრებით მწვავე იყო მინსკში. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულია ათობით მოქალაქე, ასობით ადამიანი კი დაშავდა. ვრცელდება ინფორმაცია ერთ დაღუპულზეც.

ფოტო: AP Photo/Sergei Grits

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა ლუკაშენკოს ოპონენტი საპრეზიდენტო არჩევნებში, სვეტლანა ციხანოვსკაია და პოლიციას ძალადობის შეჩერებისკენ მოუწოდა. ციხანოვსკაიას განცხადებით, არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება აშკარა იყო, თუმცა მისი შედეგები გაყალბდა.

წუხელ ძალადობისგან თავის აცილებისა და დემოკრატიის სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდეს ლუკაშენკოს პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტებმაც ერთობლივ განცხადებაში.

დღეს კი ბელარუსში გამართული არჩევნების წინასწარი შედეგებიც გამოქვეყნდა, რომლითაც ლუკაშენკომ ხმების – 80.23% მიიღო, მისმა მთავარმა ოპონენტმა სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი – 9.90%. ციხანოვსკაია ბელარუსის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ ენდობა. ოპოზიციის კანდიდატის შტაბი აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით, ციხანოვსკაიმ სხვადასხვა უბანზე ხმების 70-80%-იც კი აიღო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბელარუსში მოქალაქეები საპროტესტო აქციის გამართვას დღესაც გეგმავენ.

ნახეთ ფოტოები ბელარუსში გამართული საპროტესტო აქციიდან, რომელსაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა:

  • ბელარუსი აქცია

  • ბელარუსი - აქცია

  • ბელარუსი - აქცია

  • ბელარუსი - აქცია

  • ბელარუსი აქცია 2

  • ბელარუსი - აქცია

  • ბელარუსი - აქცია

  • ბელარუსი - აქცია

  • ბელარუსი - აქცია








  • 01
    /