ფოტო: „აზოვსტალის“ მცველები ოჯახის წევრებს შეხვდნენ

პუბლიკა

რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებული „აზოვსტალის“ მცველები თურქეთში ოჯახის წევრებს შეხვდნენ. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი შეხვდა ხუთ უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეს, „აზოვსტალის“ მცველებს, რა დროსაც მათ შესაძლებლობა მიეცათ შეხვდროდნენ ოჯახის წევრებს. ესენი არიან: დენის პროკოპენკო; სვიატოსლავ პალამარი; სერგეი ვოლინა; ოლეგ ხომენკო და დენის შლეგა.