ფოტო | ერთი პარტია პარლამენტში, ოპოზიცია - გარეთ

პუბლიკა

დღეს, 11 დეკემბერს, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. ახალარჩეული პარლამენტი, ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის პირობებში, შენობის შესასვლელთან აღმართული რკინის ბარიერებისა და საპროტესტო აქციის ფონზე შეიკრიბა. პარლამენტის პირველ სხდომას მხოლოდ ერთი პარტიის, „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატი დაესწრო.