უკრაინაში, ქალაქ ლვოვის ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებს ექსპონატები უსაფრთხო ადგილას გადააქვთ, – ექსპონატების გადატანის პროცესი სააგენტო apnews-მა გამოაქვეყნა.
როგორც სტატიის ავტორი წერს, უკრაინის ყველაზე დიდი მუზეუმი რუსეთის უკრაინაში შეჭრის (24 თებერვალი) დღიდან დაკეტილია.
ანდრეი შეპტიცკის სახელობის ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები და მოხალისეები ბაროკოს სტილის კოლექციის ექსპონატებს მუყაოს ყუთებში ინახავენ, თავდასხმისას დაცვის მიზნით.
თანამშრომლებს დაცულ სივრცეში გადააქვთ „ხარება“.
თანამშრომლებს გადააქვთ კანკელის ნაწილი მუზეუმის სივრციდან დაცულ ადგილზე.
ანდრეი შეპტიცკის ეროვნული მუზეუმი. შეფუთული სკულპტურები.
ლენინის სკულპტურები ლვოვის ეროვნული მუზეუმიდან.
საბჭოთა პერიოდის ბიუსტები.
ხელოსანი ამზადებს მეტალის ყუთს არტეფაქტების შესანახად.
იშვიათი ხელნაწერებისა და წიგნების განყოფილების ხელმძღვანელი, ანა ნაურობსკა, აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არ იცის, სად შეინახოს უსაფრთხოდ 12 000-ზე მეტი ექსპონატი, რომლებიც ყუთებშია შეფუთული.
ფოტო იშვიათი ხელნაწერებისა და ძველი წიგნების განყოფილებიდან.