საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს ფოტოებს, როგორ გააცილეს სამსახურიდან მაშველი ძაღლები, რომლებიც დღეიდან სამსახურეობრივ მოვალეობას აღარ შეასრულებენ.
„ფანი, ჯესი, ბელა, სალი, ბინგო და რეი დღეიდან სამასხურეობრივ მოვალეობას აღარ შეასრულებენ. მათ 12 წელი გაატარეს სამსახურში და ამ ხნის განმავლობაში არაერთ სამაშველო ოპერაციაში აქვთ მონაწილეობა მიღებული.
დღეიდან ისინი სახანძრო-სამაშველო ძალების განყოფილებებში გადაინაცვლებენ და მათზე ზრუნვას მეხანძრე-მაშველები გააგრძელებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგიურ დანაყოფს კი უკვე შეუერთდა მომავალი თაობის მაშველი ძაღლი ბელგიური მალინუა – ტინტო. სამსახურს ახალი ძაღლების მიღება და გაწვრთნა აქვს დაგეგმილი, “- ამბობენ სამსახურში.