ფოტო | ნამახვანჰესის წინააღმდეგ ხეობაში მორიგი აქცია იმართება

პუბლიკა

ნამახვანჰესის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში ადგილობრივი მოსახლეობა და სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მხარდამჭერები მორიგ აქციას მართავენ.

„არა გიგანტურ ჰესებს”, „ძალიან დიდი საქმეები, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უნდა კეთდებოდეს”, „ნამახვანჰესი გაანადგურებს ქუთაისს”, – ვკითხულობთ აქციის მონაწილეთა ბანერებზე.

  • 146973435-1001286833727948-3549311842264893063-n

  • ნამახვანის ჰესი

  • 146998942-1116084412199749-4945418155609632762-n

  • 147788902-236668441270983-839371187730264684-n

  • ნამახვანჯესი ჰესი გიგანტური








  • 01
    /




ადგილობრივი აქტივისტების – მოძრაობა „არა ონის კასკადს“ და „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ასეთი მოთხოვნები აქვთ:

► შეწყდეს მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების – ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა;
► დაუყოვნებლივ შეიქმნას რაჭის ეროვნული პარკი, სადაც სხვა ეკოსისტემებთან ერთად, დაცული იქნება მდინარე რიონი და მისი შენაკადები;
► საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში რისკის შემცველი პროექტების განხორციელება, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბუნებრივ ეკოსისტემებს, მდინარეებს და აფერხებს მაღალმთიანი რეგიონების მდგრად განვითარებას;
► გასაჯაროვდეს ჰიდროელექტროსადგურებზე გაფორმებული ხელშეკრულებები.

ადგილობრივი აქტივისტებისა და სამოქალაქო სექტორის კიდევ ერთი მოთხოვნაა, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებით გაიმართოს საჯარო შეხვედრები ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.

„ეს არის ის საკითხი, რომელზეც აუცილებელია, სასწრაფო წესით დაიწყოს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით საჯარო განხილვები. სხვა შემთხვევაში ასეთი ძალადობრივი მეთოდებით ამგვარი პროექტების განხორციელება და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების იგნორირება, დაუშვებელია”, – ამბობდა „პუბლიკასთან” „მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი.


ნამახვანჰესის შესახებ:

მდ. რიონზე (წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში) დაგეგმილია ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობა.  პროექტით მიხედვით, გათვალისწინებულია 2-საფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობა. თითოეულ საფეხურზე მოეწყობა კაშხალი, წყალსაცავი, წყალგამტარი გვირაბები, ჰესის შენობა, ქვესადგური და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.