ფოტო | პეტრას ციხის მუზეუმ-ნაკრძალი გაიხსნა

პუბლიკა

დღეიდან პეტრას ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი დამთვალიერებელს უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

პეტრას ციხის რეაბილიტაცია 2015 წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით დაიწყო. პროექტის არქიტექტურული ნაწილი ეკუთვნის „ქართულ სახლს“. არქიტექტორები არიან ხათუნა ხაგულაშვილი, გიორგი კიღურაძე. პროექტის ხელმძღვანელია გია აბულაძე.

ფოტო: ნანა მეფარიშვილი

პეტრას ციხე წარმოადგენს უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქის ნანგრევებს, რომელიც სოფელ ციხისძირშია.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგეტოს ინფორმაციით, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ციხის სამხრეთ-დასავლეთ, აღმოსავლეთ კედლებსა და დერეფნის უბანს, რითაც უფრო თვალსაჩინო გახდა ძეგლის თავდაპირველი დაგეგმარება.

ფოტო: ნანა მეფარიშვილი

„2018-2021 წლებში ციხის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურითი მოწყობის პროექტი განხორციელდა. აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, 2 საექსპოზიციო ნაგებობა, კინოსაპროექციო. ლიმონარიუმის 4 ტერასაზე გაკეთდა ადაპტირებული სასეირნო ბილიკები და 6 ადაპტირებული ლიფტი შშმ პირებისათვის. მოეწყო ავტოპარკინგი“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ფოტო: ნანა მეფარიშვილი
ფოტო: ნანა მეფარიშვილი

 

ფოტო: ნანა მეფარიშვილი
ფოტო: ნანა მეფარიშვილი