ფოტო | რუსთაველზე ბელარუსში მიმდინარე პროტესტის მხარდამჭერი აქცია იმართება

პუბლიკა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ბელარუსში დაწყებული საპროტესტო აქციების სოლიდარობის ნიშნად მოქალაქეები შეიკრიბნენ. „სოლიდარობა ბელარუსს, გაუმარჯოს ბელარუსს“ – ამ მოწოდებებით მოქალაქეები პირველი სკოლის წინ 19:00 საათზე შეიკრიბნენ.

აქციის ერთ-ერტი ორგანიზატორი რამან ქულანი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში რეალურად ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა, ხელისუფლებამ კი არჩევნების შედეგები გააყალბა. ამის გამო, ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტობის უფლება აღარ აქვს.

„პოლიციამ და არმიამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ხელისუფლება კი ტელევიზიით გამოდის და ძალადობაში აქციის მონაწილეებს ადანაშაულებს.

ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ბელარუსს სოლიდარობა გამოვუცხადოთ და გავაგებინოთ ყველას, ამიერიდან ლუკაშენკო ჩვენი პრეზიდენტი აღარ არის“, – ამბობს „პუბლიკასთან“ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი რამან ქულანი.

content image
content image
content image

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ მე-6 ვადით იყარა კენჭი. ის 1994 წლიდან მართავს ბელარუსს. მინსკის ცენტრში მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. ნაციონალური ეგზიტპოლის მიხედვით, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების თითქმის 80% მიიღო. არჩევნების დღეს ბელარუსში დააკავეს ჟურნალისტები, მანამდე კი სვეტლანა ტეხანოვსკაიას საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები. BBC-ის ინფორმაციით, არჩევნებს არც ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი არ აკვირდებოდა. ოფიციალური მონაცმებით, საპროტესტო გამოსვლებში მონაწილე 3 000-მდე ადამიანია დაკავებული. სპეცრაზმელებსა და მოქალაქეების დაპირისპირებისას ერთი ადამიანი დაიღუპა.